ზლატან იბრაჰიმოვიჩი უპირობოდ ძირითადი შემადგენლობის წევრად განიხილება, რაც პიონტეკის "სან სიროდან" აბარგებას ხელს უწყობს, ამიტომ პოლონელი თავდამსხმელი "მილანს" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზევე დატოვებს.
კშიშტოფის გადაბირებით ყველაზე მეტად ლონდონის "ტოტენჰემი" ინტერესდება, რომელსაც ჰარი კეინი დაემტვრა, ხოლო ჟოზე მოურინიოს მისი პიონტეკით შეცვლა აქვს გადაწყვეტილი.
თავის მხრივ "როსონერიმ" პიონტეკის მსურველ კლუბებს ორი მოთხოვნა დაუსახელა: პირველი ის, რომ არანაირი არენდა არ იქნება და პოლონელი პირდაპირ უნდა გაიყიდოს, ხოლო მეორე მოთხოვნა ფასია - სულ ცოტა 30 მილიონი ევრო.