logo

იოვიჩს სამი ვარიანტი აქვს, ფავორიტი "მილანია"

იოვიჩს სამი ვარიანტი აქვს, ფავორიტი "მილანია"

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, ლუკა იოვიჩი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მადრიდის "რეალს" იჯარის წესით მაინც დატოვებს.

ესპანურ მედიაში წერენ, რომ სერბ ფორვარდს ახლა მხოლოდ 3 რეალური ვარიანტი აქვს - "მილანი", "ნაპოლი" და "მონაკო", ხოლო ფავორიტი "როსონერია".

სტეფანო პიოლიმ იოვიჩისადმი სიმპატია ერთხეულ უკვე დააფიქსირა, ხოლო "მილანის" მესვეურებს გარკვეული კონტაქტი "სამეფო კლუბის" ბორდთან ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ "ბოდო/გლიმტთან" კოლომბომ თავისი სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა, "მილანს" მაინც სურს წონიანი ფიგურის ყოლა გუნდში ზლატანის შემცვლელად.

1 თვის წინ
772 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 133
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ