logo

კიეზამ "ფიორენტინას" წასვლა ოფიციალურად თხოვა - რას აპირებს "მილანი"

კიეზამ "ფიორენტინას" წასვლა ოფიციალურად თხოვა - რას აპირებს "მილანი"

"ფიორენტინას" პრეზიდენტი როკო კომისო მზადაა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ფედერიკო კიეზა გაყიდოს.

პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კიეზამ კლუბის მესვეურებს წასვლის შესახებ აცნობა. ფეხბურთელს ახალ გუნდში სურს გადაბარგება.

La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, "ფიორენტინა" ამჟამად წინადადებას ან "იუვესგან"  ან "მილანისგან" ელის.

"იუვენტუსი" კიეზას უკვე 1 წელია აკვირდება, თუმცა კომისო "ბიანკონერის" სხვადასხვა წინადადებას რამდენჯერმე არ დათანხმდა. 

"ვიოლას" მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი თანხის მიღებაა, თუმცა "მილანმა" და "იუვემ" შესაძლოა ტრანსფერში თავისი ფეხბურთელებიც ჩართონ და "ფიორენტინას" სწორედ ამგვარი წინადადებით მიმართონ.

3 კვირის წინ
809 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 111
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ