logo

პიოლი: "ბურთს მეტად უნდა გავუფრთხილდეთ"

პიოლი: "ბურთს მეტად უნდა გავუფრთხილდეთ"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ "კროტონესთან" გამარჯვების შემდეგ "Sky Italia"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

"რთული თამაში იყო, რადგან 90 წუთის მანძილზე მატჩი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბურთს მეტად უნდა გავუფრთხილდეთ და ამ კომპონენტზე სამუშაოა."

"იმედი მაქვს რებიჩის ტრავმა სერიოზული არ იქნება, რადგან სეზონის სტარტზე ლიდერის გამოკლება დიდი დარტყმა იქნება. იბრა გვაკლია, ლეაოც გვიან დაგვიბრუნდა, ამიტომ ანტეს გარეშე შეტევაში ისეთივე პროდუქტიულები ვეღარ ვიქნებით."

"ბრაჰიმისა და ტონალის თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მათ სჭირდებათ შეთამაშება და დრო, რათა გუნდს კარგად შეეწყონ. 100%-ით მზად არ არიან, მაგრამ ყველაფერი მათივე ხელშია." - განაცხადა პიოლიმ.

1 თვის წინ
735 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 134
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ