logo

"მილანმა" სასურველი მცველი აირჩია, ტრანსფერი ახლოსაა

"მილანმა" სასურველი მცველი აირჩია, ტრანსფერი ახლოსაა

"მილანმა" მთავარი სატრანსფერო სამიზნე შეარჩია. ცენტრალური დაცვის ხაზის გაძლიერებას "როსონერი" ვესლი ფოფანათი შეეცდება.

კლუბის ხელმძღვანელობა უარს ამბობს მილენკოვიჩისა და აიერის ტრანსფერზე და მთელ აქცენს "სტ.ეტინის" მოთამაშეზე გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად გუნდს მთავარი პრობლემა სწორედ დაცვაში აქვს, პიოლის რომანიოლი, მუსაკიო და დუარტე ვერ ეხმარებიან, ხოლო დაცვის ცენტრი კიაერისა და გაბიას იმედადაა დარჩენილი.

სავარაუდოდ, "მილანი" ლუკას პაკეტას "ლიონს" მიჰყიდის და აღნიშნულ თანხას ფოფანას ტრანსფერისთვის გამოიყენებს.

ხოლო, თუ ფოფანას ტრანსფერი ვერ გაიჩარხა, 5 ოქტომბრისთვის "როსონერი" იჯარით მატია ნასტასიჩს აიყვანს.

1 თვის წინ
635 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 133
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ