logo

ვინ შეცვლის ზლატანს? პიოლის სამი ვარიანტი

ვინ შეცვლის ზლატანს? პიოლის სამი ვარიანტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კორონავირუსის გამო მომავალ სამ შეხვედრას გამოტოვებს: "კროტონესთან", "რიუ ავესთან" და "სპეციასთან". "Corriere della Sera" კი იმ სამ ვარიანტზე წერს, რომლებიდანაც პიოლის ერთ-ერთით შვედის შეცვლა მოუწევს.

პირველი ლორენცო კოლომბოა, რომელიც "ბოდო გლიმტთან" იბრას ნაცვლად თამაშობდა და მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა. ახალგაზრდა ფორვარდს აქვს იმის პოტენციალი, რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწოს.

მეორე ანტე რებიჩია, რომელიც "რიუ ავესთან" დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს, მაგრამ სერია ა-ს შეხვედრებში შესაძლოა სწორედ ხორვატი მოგვევლინოს ცხრიანის პოზიციაზე.

მესამე ვარიანტი კი რაფაელ ლეაოა, რომელიც სამწვრთნელო პროცესს რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა და რთული სათქმელია, თუ რამდენად კარგ ფორმაში იმყოფება ამჟამად.

3 კვირის წინ
620 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 111
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ