როგორც მოგეხსენებათ, "მილანის" ლიდერს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს რამდენიმე ცოტა ხნის წინ, კორონავირუსი დაუდასტურდა.
შვედი თავდამსხმელი ამჟამად თვითიზოლაციაშია, "როსონერის" კი მის გარეშე სამი შეხვედრის ჩატარება მოუწევს.
"მილანის" ვარსკვლავმა უკვე გამოტოვა ევროპა ლიგის მატჩი ნორვეგიულ "ბოდო-გლიმტთან", 27 სექტემბერს კი ის სერია ა-ში "კროტონესთან" სტუმრადაც არ იქნება.
იბრას გარეშე გარეშე ჩაივლის 4 ოქტომბრისთვის დაგეგმილი "სპეციასთან" საშინაო მატჩი და ამის გარდა, ევროპა ლიგის პლეი-ოფი, პორტუგალიურ "რიო ავესთან".
სავარაუდოდ, იბრას მოედანზე 10 ოქტომბერს "ინტერის" წინააღმდეგ ვიხილავთ.