
"ბოლონიას" წინააღმდეგ სერია ა-ს პირველი ტურის შეხვედრის მიწურულს "როსონერის" დამრიგებელმა სტეფანო პიოლიმ სანდრო ტონალის მოედანზე შესვლის უფლება მისცა.
"ბრეშადან" შეძენილმა ნახევარმცველმა თავისი ემოციების შესახებ MILAN TV-ისთან ისაუბრა.
"სან სირო არის სტადიონი, რომელმაც საფეხბურთო ისტორია დაწერა. ჩემთვის აქ გამოსვლა დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნაზე გულშემატკივართა მცირე რაოდენობა იყო, მათი შეძახილები ჩვენზე მაინც დადებითად მოქმედებდა".
"პიოლი მუდმივად შრომისკენ მოგვიწოდებს. თუ ფეხბურთელი მზადაა, მას ყოველთვის უშვებს მინდორზე სათამაშოდ".
"რაც შეეხება ზლატანს, ის რჩება ისეთად, როგორიც იყო. იბრაჰიმოვიჩი მაგალითია თითოეული თანაგუნდელისთვის, მან ეს დღესაც დაამტკიცა".
"პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, უკვე ვფიქრობთ მომდევნო მატჩზე". - აცხადებს ტონალი.