სეჟინიო "კაზა მილანს" ესტუმრა, სადაც საუბარი წარიმართა ლეო დუარტეს მომავლის თაობაზე და როგორც ჩანს, ბრაზილიელი მცველი "მილანში" დარჩება.
სწორედ "როსონერის" ყოფილმა განაპირა მცველმა შესთავაზა იგი ლომბარდიულ გრანდს და ამჟამად სეზონის ბოლომდე დაცდა ითხოვა.
გარდა ამისა, "RadioRossonera"-ს ინფორმაციით, სერჟინიომ "მილანს" კიდევ ერთი თავისი თანამემამულე, 21 წლის ნახევარმცველი პატრიკ დე პაულა შესთავაზა, თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.