2017 წლის იანვარში, ბრაზილიელი ფლეიმეიქერი ოსკარი აზიური ბაზრისათვის დღემდე სარეკორდო თანხად, 60 მილიონ ფუნტად "სტემფორდ ბრიჯიდან" აბარგდა და ჩინეთის სუპერ ლიგას მიაშურა.
ოსკარმა "Fox Sports Brasil"-თან ინტერვიუში თავის მომვალაზე ისაუბრა: "წასვლის დრო ჯერ არ დამდგარა, რადგან "შანხაიში" თავს კარგად ვგრძნობ. კონტრაქტი მაქვს და მას პატივს ვცემ. რამდენიმე კლუბისგან იყო დაინტერესება, თუმცა ამჟამად ტრანსფერი გამორიცხულია."
"პირველი ევროპული კლუბი, რომელსაც ავირჩევდი "ჩელსი" იქნებოდა, სადაც მშვენიერი დრო გავატარე. ბავშვობაში იტალიის ჩემპონატს ვუყურებდი, რადგან ბევრი ბრაზილიელი თამაშობდა, ამიტომ მეც დიდი სიამოვნებით მითამაშებდი ისეთ კლუბებში, როგორებიც "მილანი" და "ინტერი" არიან."