logo

"მილანი" 22 წლის ნახევარმცველისთვის ბრძოლაში შევიდა [+ვიდეო]

როგორც მოგეხსენებათ, "მილანს" ნახევარმცველის შეძენა სურს და სასურველ კანდიდატურათა სიაც გააჩნია. ამ სიაში სამი ფეხბურთელია: "ჩელსის" ტიემუ ბაკაიოკო, "ბენფიკას" ფლორენტინო ლუისი და "ლილის" სუმარე ბაბაქარი.

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერის" სურვილთა სიაში მეოთხე ვარიანტიც აქვს. ეს გახლავთ ფრანგული "ტულუზას" ნახევარმცველი, იბრაჰიმ სანგარე, რომლის შეძენაც მილანურ კლუბს შედარებით იაფად შეეძლება. 

ფეხბურთელის ფასი, დაახლოებით, 10 მილიონ ევროს შეადგენს და მას კლუბთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კოტ დ'იუვარელ ფეხბურთელს, ამავდროულად, "ტოტენჰემმა" და "არსენალმაც" დაადგეს თვალი. "Transfermarkt" 22 წლის მოთამაშეს 9.5 მილიონ ევროდ აფასებს. 

1 თვის წინ
891 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 111
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ