იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ "Corriere della Sera"-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის იტალიაში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა.
"დიდი ხანია, რაც იბრას თამაშისათვის თვალი არ მიდევნებია, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ ევროპის გარეთ თამაში გაცილებით უფრო მარტივია, რადგან სხვაგან ფეხბურთის დონე შედარებით დაბალია."
"როცა იბრაჰიმოვიჩისადმი დაინტერესებულ კლუბებზე ვსაუბრობთ მხოლოდ იტალიურები გვესმის და არა ინგლისურები ან ესპანურები. ჩვენი ჩემპიონატი აღარაა მსოფლიოში საუკეთესოებს შორის და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ." - განაცხადა ლიპიმ.