logo

პიოლი: "ტელეფონზე პირველად საუბრის მომენტშიც კი დარწმუნებული ვიყავი"

პიოლი: "ტელეფონზე პირველად საუბრის მომენტშიც კი დარწმუნებული ვიყავი"

მოგეხსენებათ, სერია ა-ს მე-19 ტურში "მილანმა" სტუმრად "კალიარის" 0:2 სძლია. "როსონერის" მთავარი მწვრთნელი  სტეფანო პიოლი   მატჩის შემდეგ აპენინელ ურნალისტებს გაესაუბრა.

"დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ და 3 ქულის მოპოვებაში იბრაჰიმოვიჩი დაგვეხმარა. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მომავალშიც დიდ როლს ითამაშებს".

"საჭიროა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი ფეხბურთელების მახასიათებლები. ჩვენ დავიწყეთ ზლატანის ირგვლივ სისტემის შექმნა, რადგან საჭიროა, რომ მის გარშემო ბურთმა იმოძრაოს".

"აღნიშნულ ფორმაციაში ვიხილეთ ლეაო, ჩალჰანოღლუ და კასტილეხო, შემდეგ კი ბონავენტურა. ვფიქრობ, რომ პირველი ნიშნები დადებითი იყო და სისტემას მომავალი აქვს".

"ტელეფონზე პირველად საუბრის მომენტშიც კი დარწმუნებული ვიყავი, იბრაჰიმოვიჩი თამაშისთვის მზად იყო. მას აქვს ისეთი პერსონაჟი, განწყობა და გამოცდილება, რომ მუხტს აუცილებლად გადასცემს სხვებს".

"პაკეტა? ის ბევრს მუშაობს და კარგ ფორმაშია, თუმცა ამ შემთხვევაში მე აქცენტი გავაკეთე დაბალანსებულ შემადგენლობაზე, რომელიც იდეალურად მოერგებოდა შეცვლილ ტაქტიკას. დროთაგანმავლობაში ბრაზილიელი აუცილებლად მორგება ცვლილებებს".

"სატრანსფერო ბაზარი? არ მსურს იმაზე საუბარი, რაც ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული", - განუცხადა პოლიმ "Sky Sport Italia"-ს.

8 თვის წინ
2237 / 2
ლევან კვინიკაძე
user
Milanelo1990 Gushin kessiem normalurad itamasha.paketa tu didxans ijda skamze ra formashi iqneba droa atamashos 
user
HARRY პაკეტას ადგილი ყველგან შეიძლება გამოინახოს. ცენტრში პაკეტა მშვენიერი იქნება
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 44
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ