logo

წმენდა "მილანურად" - კლუბი სატრანსფერო პოლიტიკას ცვლის

წმენდა "მილანურად" - კლუბი სატრანსფერო პოლიტიკას ცვლის

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე აპენინურ მედიაში "მილანის" შესახებ უამრავი ჭორი თუ მართალი ვრცელდება. სხვადასხვა ცნობების საერთო შინაარსიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "როსონერის" მესვეურები განსხვავებული სატრანსფერო კურსის აღებას გეგმავენ.

"Calciomercato"-ს ცნობით, ბობანი-მალდინი-გაზიდისის ტრიოს მიზანი გუნდის იმ ფეხბურთელებისგან გაწმენდა იქნება, რომლებიც "დამარცხების მენტალიტეტით" არიან შეპყრობილნი. 

ცვლილება შეიძლება ნებისმიერ ფეხბურთელს შეეხოს, გარდა შემდეგი შვიდეულისა: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რაფაელ ლეა, ტეო ერნანდესი, ალესიო რომანიოლი, ჯაკომო ბონავენტურა, ისმაელ ბენასერი და ჯანლუიჯი დონარუმა. 

ასე რომ, თუ წყაროს ვენდობით, ყველა სხვა ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული და საინტერესო შეთავაზების მიღების შემთხვევაში "მილანი" მათ გაშვებას არ მოერიდება.

8 თვის წინ
2591 / 4
ლევან კვინიკაძე
user
chxarta22 პირველი სუსო და მეორე ჩალხანოღლუ სასწრაფო წესითაა მოსაშორებელი სანამ კიდე რამეს ფასობენ
user
gio-xoro pirveli turqia gasashevbii
user
rijkaard პირველი ბილეთი სუსოს აუღეთ !!!
user
Milanelo1990 Kargia danarchenebidan yvela gasashvebia
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 40
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ