logo

გალიანი: "ტონალი პირლოს არ ჰგავს"

გალიანი: "ტონალი პირლოს არ ჰგავს"

ადრიანო გალიანიმ "Libero"-სთან ინტერვიუში სანდრო ტონალიზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"ტონალი კარგი ფებურთელია, მაგრამ ჩემი აზრით, პირლოს არ ჰგავს. როგორც "მილანის" გულშემატკივარს მისი ტრანსფერი გამიხარდება, რადგან ჯერ ახალგაზრდაა და განვითარების დიდი რესურსი აქვს."

"10 წლის შემდეგ ზლატანი "მილანში" დაბრუნდა, რაც ძალიან კარგია. მან დაამტკიცა, რომ მოედანზე და მის გარეთ ლიდერობა შეუძლია. იბრაჰიმოვიჩი ძალიან მიყვარს."

"კოვიდის გამო უკვე დიდი ხანია, რაც "სან სიროზე" არ ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა, რომ "მილანში" აღარ ვმუშაობ, ვცდილობ ყველა შეხვედრას დავესწრო, თუ რა თქმა უნდა, "მონცას" მატჩს არ ემთხვევა." - განაცხადა გალიანიმ.

2 თვის წინ
1085 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 183
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ