logo

რანგნიკის აღიარება. ცნობილია, რას აპირებდა ის ზლატანთან დაკავშირებით

რანგნიკის აღიარება. ცნობილია, რას აპირებდა ის ზლატანთან დაკავშირებით

მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის განმავლობაში "მილანი" 2020/2021 წლის სეზონისთვის მთავარ მწვრთნელად რალფ რანგნიკის დანიშვნას აპირებდა.

თუმცა, პანდემიის შემდეგ "როსონერისთვის" სიტუაცია შეიცვალა. სტეფანო პიოლის დამოძღვრილმა გუნდმა თამაში შესანიშნავად დაიწყო და იტალიის ჩემპიონატის ეგიდით ერთი შეხვედრაც კი არ წააგო.

შესაბამისად, გუნდის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, პიოლისთვის ნდობა გამოეცხადებინა და რანგნიკზე უარი ეთქვა.

რამდენიმე დღის წინ გერმანელმა სპეციალისტმა ადგილობრივ მედიასთან იმ გეგმების შესახებ ისაუბრა, რომელიც მას "როსონერისთან" დაკავშირებით ჰქონდა. ერთ-ერთი საკითხი ზლატან იბრაჰიმოვიჩს ეხებოდა.

"აღფრთოვანებული ვარ იმ ფიზიკური ფორმით, რომელსაც ზლატანი 38 წლის ასაკში ინარჩუნებს. მას ნამდვილად შეუძლია გუნდის ახალგაზრდულ ნაწილს დიდი გამოცდილება გადასცეს. ღვაწლმოსილ ადამიანს, რომელიც უკვე გუნდშია, მუდამ შეუძლია ღირებული რამის შექმნა". - აცხადებს რანგნიკი.

1 თვის წინ
1152 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ