logo

დონარუმას მაცდურ წინადადებას უმზადებენ

დონარუმას მაცდურ წინადადებას უმზადებენ

"იუვენტუსის" მესვეურები "მილანის" კარის დარაჯ ჯანლუიჯი დონარუმას კვლავაც არ ეშვებიან. იტალიური პრესის ინფორმაციით "ბებერი ქალბატონი" ზაფხულში კიდევ ერთხელ შეეცდება იტალიელი მეკარის გადაბირებას.

როგორც მოგეხსენებათ, იტალიის მოქმედი ჩემპიონი გასულ წელსაც ცდილობდა 20 წლის მეკარესთან ხელშეკრულების გაფორმებას, თუმცა "როსონერისგან" და თავად ფეხბურთელისგან უარი მიიღო.

2020 წლის ზაფხულში "ბიანკონერი" პერსპექტიულ მეკარეს ხუთწლიან კონტრაქტს შესთავაზებს, 9-მილიონიანი ხელფასით. ამ დროისთვის კი ის წელიწადში 6 მილიონ ევროს იღებს ხელფასის სახით.

ცნობისთვის, დონარუმას ამ დროისთვის "მილანთან" კონტარქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

2 თვის წინ
1187 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 287
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ