"Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ტორინომ" ლუკას ბილიასთან შეთანხმებას მიაღწია. ფეხბურთელი და კლუბი ერთწლიან კონტრაქტზე მორიგდნენ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების უფლებით.
რაც შეეხება ანაზღაურებას, ის 2 მილიონი ევრო იქნება. როგორც წყარო იტყობინება, ახლა მხოლოდ ხელმოწერა და განცხადება არის საჭირო.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 34 წლის მოთამაშის ანგარიშზე ამ სეზონში ლომბარდიული გრანდის მაისურით 14 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემაა.