logo

"ბენფიკას" გენერალური დირექტორი: "ლუისსა და "მილანთან" დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია"

"ბენფიკას" გენერალური დირექტორი: "ლუისსა და "მილანთან" დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია"

"ბენფიკას" გენერალურმა დირექტორმა ტიაგო პინტომ კლუბის ტალანტის ფლორენტინო ლუისის შესახებ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ლუისის შეძენა სტეფანო პიოლის ძალიან სურს, თუმცა ფასის გამო, რომელსაც პორტუგალიური კლუბი ასახელებს, "მილანი" ტრანსფერის განხორციელებას ვერ ახერხებს.

ფლორენტინო ლუისს "ბენფიკა" 30-50 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო "როსონერის" ამდენის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.

რაც შეეხება პინტოს განცხადებას, მისი თქმით, ლუისი წელს "მილანში" არ გადავა.

"ფლორენტინო ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც უდიდესი ტალანტი და შესაძლებლობები აქვს. არ ვფიქრობ, რომ ის წელს "მილანში" გადავა". - აცხადებს პინტო.

2 თვის წინ
2383 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ