გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს თუ დავუჯერებთ, "როსონერისა" და გუნდის შვედ ლიდერს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს შორის გარკვეული უთანხმოება წარმოიქმნა.
მიზეზი, რა თქმა უნდა, ფინანსური მხარე. "როსონერი" შვედ თავდამსხმელს ანაზღაურების სახით სთავაზობს 5 მილიონს, მაშინ, როდესაც ფეხბურთელი 7.5 მილიონ ევროს ითხოვს.
ჯერ უცნობია, წავა თუ არა "მილანი" დათმობაზე.
პროცესში ასევე აქტიურადაა ჩართული შვედის აგენტი მინო რაიოლაც.