logo

ზლატანი ისევ გვატყუებს?

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბურუსით მოცულ მომავალში გარკვეული ნიშნები იკვეთება. 38 წლის შვედ სუპერვარსკვლავს “გალაქსის” დატოვების შემდეგ არაერთ კლუბში უწინასწარმეტყველეს გადაბარგება, მათ შორის "მილანსა" და "მანჩესტერ იუნაიტედშიც".

იბრაჰიმოვიჩმა ფანებს მინიშნება მისცა – სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, სადაც შვედური კლუბის “ჰამარბის” მაისური ფიგურირებს იბრაჰიმოვიჩის სახელით.

თუმცა, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ იბრაჰიმოვიჩი შვედურ კლუბში ითამაშებს, რამდენადაც თავად კლუბის მხრიდან ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზლატანმა მთელი სპორტული სამყარო მოატყუა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვით, სადაც ამბობდა, რომ ესპანეთში ბრუნდებოდა.

ეს კი ვიდეო, რომელიც ზლატანმა ყოველგვარი წარწერის გარეშე ოფიციალურ გვერდზე განათავსა:


4 თვის წინ
665 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 282
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ