პეპე რეინა "ატონ ვილას" შეუერთდება, რაც გადაწყვეტილი ამბავია. ამასობაში "მილანის" ხელმძღვანელობა მის შემცვლელს ეძებს.
დღეს "კასა მილანში" აგენტი ჯუზეპე რისო იმყოფებოდა, რომელიც მარკო სპორტიელოს აგენტია, თუმცა იტალიურმა მედიამ სპორტიელოს "როსონერიში" ტრანსფერი გამორიცხა.
ცნობილი ჟურნალისტი ნიკოლო შირა თავის ტვიტერის გვერდზე წერს, რომ ლომბარდიული გრანდი დონარუმას სათადარიგო ვარიანტად გუნდში 34 წლის გამოცდილ მეკარეს ემილიანო ვივიანოს მიიწვევს.
ხელმძღვანელობა ალესანდრო პლიცარის დაბრუნების ვარიანტსაც განიხილავდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მისი სერია ბ-ში დარჩენის და გამოცდილების მიღების გადაწყვეტილება მიიღეს.