logo

"ჩელსიმ" ბაკაიოკოს თაობაზე "მილანის" პირველი შეთავაზება დაბლოკა

"ჩელსიმ" ბაკაიოკოს თაობაზე "მილანის" პირველი შეთავაზება დაბლოკა

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ჩელსიმ" ბაკაიოკოს თაობაზე "მილანის" პირველი შეთავაზება დაბლოკა. როგორც იცით, მილანურმა კლუბმა ლონდონელებს ოფიციალური შეთავაზებით მიმართა. 

ლომბარდიულმა გრანდმა "ჩელსის" ფრანგის სამ მილიონ ევროდ იჯარით გადმოყვანა შესთავაზა. "როსონერის", ასევე, ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც ექნებოდა 35 მილიონ ევროდ, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა ხსენებული დაბლოკა. მიზეზი ცნობილია - "ლურჯებს" ბაკაიოკოს პირდაპირ გაყიდვა სურთ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 25 წლის ფეხბურთელს ამ სეზონში ლონდონელების მაისური არ მოურგია, მაგრამ "მონაკოს" მაისურით 23 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 1 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

2 თვის წინ
945 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 131
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ