logo

დონარუმას კონტრაქტის განახლების ამბავი გაიწელება?! - რაიოლას სურვილი

დონარუმას კონტრაქტის განახლების ამბავი გაიწელება?! - რაიოლას სურვილი

აგენტ მინო რაიოლასა და "მილანს" ჯანლუიჯი დონარუმას კონტრაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა იდეები აქვთ. როგორც "La Gazzetta dello Sport" იტყობინება, "როსონერის"  მისი კლუბში დარჩენა სურს და, ამავდროულად, თავად ფეხბურთელიც თავის მომავალს მილანურ კლუბში ხედავს. 

ლომბარდიულ გრანდს ჯიჯისთან გრძელვადიანი გარიგების მიღწევა უნდა, რადგან 21 წლის ფეხბურთელი კლუბის გეგმებში ზის. მოლაპარაკების მთავარი პრობლემა გამოსასყიდი თანხა გახლავთ.

მინო რაიოლას სურვილია, რომ დონარუმას გამოსასყიდი თანხა შედარებით დაბალი იყოს, რადგან მომავალში მისი სხვა კლუბში გადასვლა შესაძლებელი გახდეს, მაგრამ "შავ-წითლებს" სულ სხვა გეგმები აქვთ. წესითა და რიგით, საბოლოოდ, შეთანხმება მიღწეული უნდა იქნეს, მაგრამ როგორც ჩანს, მოლაპარაკება გარკვეული დროით გაგრძელდება. რაიოლა უკან დახევას არ აპირებს.

რაც შეეხება, იტალიელი მეკარის ხელფასის საკითხს, ალბათ, 6 მილიონი ევროს ოდენობა შენარჩუნდება, რომელიც ბონუსებთან ერთად, დაახლოებით, 7 მილიონ ევროს მიაღწევს. შეგახსენებთ იმასაც, რომ მის ანგარიშზე ამ სეზონში მილანური კლუბის მაისურით 39 შეხვედრაა.


3 თვის წინ
727 / 2
საშკა ცხოვრებაშვილი
user
ROSS1899 როცა ასეთი პერსპექტიული ახალგაზრდა გსურს გუნდში, თანხების გაღებაც საჭიროა თორე ისე აგვახევენ ჯიჯიოს როგორც არაფერი
user
marley დღევანდელ ფეხბურთში უკვე ფული არია მთავარი.. გინდა არ გინდა მაღალი ხელფასი უნდა გადაუხადო თუ არ კი გსურს რომ გრანდი იყო... და ვერ ვხედავ პრობლემას თუ რატო არ უნდა გადაუხადო ასეთი დონის მეკარეს 7-8 ან 9 თუნდაც...
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 196
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ