logo

პიოლიმ ხელმძღვანელობას "ზენიტის" ნახევარმცველის ყიდვა სთხოვა

პიოლიმ ხელმძღვანელობას "ზენიტის" ნახევარმცველის ყიდვა სთხოვა

"კალიარისთან" სეზონის ფინალური შეხვედრის შემდეგ, სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ თითო პოზიციაზე ორი მაღალი დონის ფეხბურთელი სურს და განსაკუთრებით ყურადსაღები ნახევარდაცვის პოზიციაა.

კოლუმბიური გამოცემის "Antena 2"-ის მტკიცებით, იტალიელმა სპეციალისტმა ხელმძღვანელობას ვილმარ ბარიოსის შეძენა სთხოვა, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისური 28-ჯერ აქვს მორგებული.

ბარიოსს "მილანს" წლების წინაც უკავშირებდნენ და ამჟამად "ზენიტი" მას 16 მილიონ ევროდ აფასებს. შეგახსენებთ, რომ ზუსტად ეს თანხა იქნა გადახდილი ისმაელ ბენასერის სანაცვლოდ.

კოლუმბიური პრესის მტკიცებით, ვილმარი კესიეს იდეალური ალტერნატივა იქნება, რადგან კოტ დ'ივუარელი ნახევარმცველის იდენტური თვისებები აქვს. 

თავის მხრივ, არც ბარიოსი იქნება ტრანსფერის წინააღმდეგი, რადგან შავ-წითელი მაისური მას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების ძირითად თერთმეტეულში დამკვიდრების საშუალებას მისცემს.

2 თვის წინ
932 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 105
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ