logo

სერია ა-ს 2020/21 სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია

სერია ა-ს 2020/21 სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა სერია ა-ს 2020/21 სეზონის დაწყების თარიღი. მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ჩემპიონატი 19 სექტემბერს აიღებს სტარტს.

მეორე ვარიანტად 12 სექტემბერი მიიჩნეოდა, მაგრამ გუნდთა უმრავლესობამ ტურნირის 19 სექტემბერს დაწყებას დაუჭირა მხარი. ბუნებრივია, ჩემპიონატის დაწყების თარიღის ცვლილება გამოიწვევს საშობაო შესვენების თარიღის ცვლილებასაც. კლუბებს შეხვედრების ჩატარება, ასევე, 3 იანვარსაც მოუწევთ. ბოლო ტური კი 23 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სერია ა-ს 2019/20 სეზონის გამარჯვებული ტურინის "იუვენტუსი" გახდა.

3 თვის წინ
829 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 197
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ