logo

ზლატანის კონტრაქტის საკითხი რაიოლას ხელშია

ზლატანის კონტრაქტის საკითხი რაიოლას ხელშია

როგორც "La Gazzetta dello Sport" იუწყება, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუშინდელი თამაში შორს იყო სრულყოფილებისგან, თუმცა მიუხედავად გაცუდებული თერთმეტმეტრიანისა, მან თავის გამოჩენა მაინც მოახერხა და მატჩის გმირად მაინც იქცა.

ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ 38 წლის ფეხბურთელი მოედანზე მწვრთნელობასაც ითავსებს. ასევე, შეუძლია ისაუბროს მსაჯთან, ააცილოს ზეწოლა თანაგუნდელებს და რაც ყველაზე მთავარია, მატჩის გამარჯვებაში წვლილის შეტანა, ისევ და ისევ, მის შესაძლებლობებში შედის.

როგორც მთლიანი გუნდი, ასევე, იბრაც ახლა შვებულებაში იქნება. რაც შეეხება შვედის კონტრაქტის განახლებას, ეს საკითხი მინო რაიოლას ხელშია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ნაწილიც, მაგრამ იბრაჰიმოვიჩს, აშკარად, სურს კლუბში დარჩენა.


2 თვის წინ
625 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 105
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ