"Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანს" ტოდიბოზე მიბრუნება ისევ შეუძლია. "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი, ჟან-კლერ ტოდიბო, რომელიც იჯარით "შალკეში" ასპარეზობს, გერმანული კლუბის გეგმებში აღარ შედის.
როგორც მოგეხსენებათ, ფრანგი ფეხბურთელით "მილანიც" ინტერესდებოდა, მაგრამ თავად მოთამაშემ იტალიაში მილანურ კლუბში თამაშს, გერმანიაში წასვლა ამჯობინა. "Tuttosport"-ის ცნობით, ფეხბურთელით "რენი" ინტერესდება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 20 წლის მცველის ანგარიშზე ამ სეზონში "შალკეს" მაისურით 10 შეხვედრაა, რომელშიც თავი არ გამოუჩენია.