Arigo
კონტი, ტეო, რომანიოლი, ბენნასერი... ეს 4 ძირითადის კაცი გვაკლდა, რამაც გარკვეული გავლენა მოახდინა გუნდის თამაშზე. ცენტრში კაპიტანს ასე იოლად ვერავინ ცვლის, ამიტომ ზაპატა-პაპუ-მურიელის წინააღმდეგ თამაში იოლი არ იყო, პენალტიც ტყუილად დადეს, აშკარად ხელით გამოაგორა მალინოვსკიმ ბურთი, მაგრამ მსაჯმა ეგ მომენტი გაატარა, ვითომც აქ არაფერიო... ბენნასერის არყოფნა ძალიან იგრძნობოდა და ლაქსალტის ფლანგზე ტეო უფრო აქტიური და აგრესიულია. თუმცა არც ურუგვაელია ცუდი სკამისთვის, თუ ცოტა თამამად ითამაშებს, კარგი იქნება. ტონალი აუცილებლად მოსაყვანია, რადგან გრძელი სკამი გვჭირდება, როტაცია კიდევ დასვენების საშუალებასაც მოგვცემს და არც ტრამვის თუ ბარათის შემთხვევაში ჩავვარდებით გამოუვალ სიტუაციაში
2 წლის წინ
მომწონს
