logo

პიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია

პიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია

სტეფანო პიოლიმ "ატალანტასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

კონტრაქტის განახლების თაობაზე

"ეს არის ის, რაც მე მინდოდა. ჩვენ ხვალ რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის, რომელიც აწმყოსა და მომავალს განაპირობებს. ახლა, მხოლოდ ამ სეზონზე ვფიქრობ".

"ატალანტასთან" წარსულ შედეგებზე

"მე არ მგონია, რომ კონკრეტულ სტატისტიკას უნდა დავაკვირდეთ. კარგად გვესმის, თუ რამდენად რთული მეტოქეა "ატალანტა", რაზეც მათი შთამბეჭდავი სტატისტიკაც მეტყველებს, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ "მილანი" ვართ და დიდი სპეკტაკლის დადგმა გვსურს".

ტეო ერნანდესზე

"ტეოს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებები გააჩნია. ასევე, დიდ სამუშაოს ასრულებს დაცვაში".

შეგახსენებთ, რომ ლომბარდიული გრანდი სახლში, ხვალ თბილისის დროით 23:45 საათზე "ატალანტას" დაუპირისპირდება.

4 თვის წინ
988 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 183
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ