logo

ტოდიბოს ტრანსფერი ჩიხში შედის, "მილანის" ყურადღება "ჩელსის" მცველზე გადავიდა

ტოდიბოს ტრანსფერი ჩიხში შედის, "მილანის" ყურადღება "ჩელსის" მცველზე გადავიდა

"Sky Italia"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერი ჩიხში შედის და დიდი ალბათობით მისი "მილანში" გადაბარგება ვერ მოხერხდება.

ამასობაში "როსონერი" ახალგაზრდა ფრანგი ცენტრალური მცველის ალტერნატივად 23 წლის დანიელ ფეხბურთელს ანდრეას კრისტიენსენს განიხილავს, რომელმაც მიმდინარე სეზონში "ჩელსის" მაისური მხოლოდ რვა შეხვედრაში მოირგო.

ლომბარდიულ გრანდს მისი არენდით აყვანა სურს შემდგომი გამოსყიდვის უფლებით, ლონდონელებს კი მისი დაუყოვნებლივ გაყიდვა აქვთ გადაწყვეტილი.

კრისტიენსენი "არისტოკრატთა" ღირსებას 2017 წლიდან იცავს, თუმცა გუნდში ფრენკ ლამპარდის მისვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

10 თვის წინ
1577 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 198
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ