"მილანისა" და "სამპდორიას" შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა. მეორე ტაიმში კშიშტოფ პიონტეკის ნაცვლად მოედანზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოვიდა, რომელსაც შავ-წითელი მაისურით ხელახალი დებიუტი გამოუვიდა.
პირველად მან "როსონერის" მაისური მწვანე მინდორზე 2010 წლის 11 სექტემბერს მოირგო, სადაც მასიმილიანო ალეგრიმ შვედი ფორვარდი ახლად აღზევებულ "ჩეზენასთან" ძირითად შემადგენლობაში განამწესა.
პირველ ტაიმში ბოგდანისა და ჯაკერინის გოლებით "ჩეზენა" ორი ბურთით იგებდა, მეორე ნახევარში კი ანგარიში არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში ზლატანმა თერთმეტმეტრიანი გააცუდა.
საბედნიეროდ ეს იბრაჰიმოვიჩის ერთადერთი იმედგაცრუება იყო და იმ სეზონში ლომბარდიული გრანდი სკუდეტოს დაესაკუთრა.
_______ ტოდიბო __ კალდარა __ რომანიოლი _____
_მუნიერ _ პააკეტა _ ბენასერი _ ტონალი __ ტტეოო _
________________ იბრა _ ლეაო _________________
__________________ დონარუმა _________________