logo

პიოლი: "ყველაზე მეტად მენტალური მხარე გავაუმჯობესეთ"

პიოლი: "ყველაზე მეტად მენტალური მხარე გავაუმჯობესეთ"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ "პარმასთან" გამარჯვების შემდეგ, "MilanNews"-თან ინტერვიუ ჩაწერა.

"ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა და ასეც მოხდა. პირველ ტაიმში ბევრი შანსი გავანიავეთ, თუმცა მეორე ტაიმში თავი კარგად წარმოვაჩინეთ. იძულებით შესვენებამდეც კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა კარანტინის შემდეგ კიდევ უფრო კარგად შევიკარით. წინ კიდევ ხუთი შეხვედრაა."

"კესიესთან თავდაპირველად უთანხმოება მქონდა, თუმცა მან დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ზლატანი თავისი თავისგან და სხვებისგან მაქსიმუმს ითხოვს. მოედანზე ლომივითაა და მუდამ გაბრაზებულია, თუმცა ეს პოზიტიური ბრაზია."

"ყველაზე მეტად მენტალური მხარე გავაუმჯობესეთ. არავინ საუბრობს თავის მომავალზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ დონარუმა "მილანში" დარჩება. მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავ გუნდს ვწვრთნი და მათთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა." - განაცხადა პიოლიმ.

4 თვის წინ
1013 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 196
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ