"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ "მილანთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა.
"ძალიან ამაღელვებელი იყო იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელმაც აღმზარდა და კაცად მაქცია. ამჟამად ჩვენი მთავარი პრობლემა მომენტების რეალიზაციის ნაკლებობაა."
"მომენტების გათვალისწინებით ცოტა გავიტანეთ და ბევრი გავუშვით. ვფიქრობ, ყველაფერი თავდამსხმელებზეა დამოკიდებული, რადგან თუ ისინი პრესინგს შეანელებენ, სისტემა მოიშლება." - განაცხადა გატუზომ.