logo

"ატლეტიკო" ლეაოთი დაინტერესდა

"ატლეტიკო" ლეაოთი დაინტერესდა

Todofichajes.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "ატლეტიკო" რაფაელ ლეაოთი დაინტერესდა. როგორც ირკვევა, ლეაოს ვარიანტი მადრიდელებს პორტუგალიელმა აგენტმა, ჟორჟ მენდესმა შესთავაზა.

როგორც წყარო იტყობინება, მადრიდული კლუბი 21 წლის ფეხბურთელისადმი დაინტერესებას ადასტურებს, მაგრამ ეს ერთადერთი კლუბი არ გახლავთ, ვისაც მენდესმა რაფაელის ვარიანტი შესთავაზა. ესენი არიან: "ვულვზი" და "იუვენტუსი".

გეტყვით იმასაც, რომ ლეაოს წასვლა ამ ზაფხულს ნაკლებად სავარაუდოა. ლომბარდიულ გრანდს სჯერა, რომ მასში გადახდილი თანხა, 25 მილიონი ევროს სახით, ფუჭი არ გამოდგება და იგი თავის სათქმელს იტყვის. შეგახსენებთ იმასაც, რომ მის ანგარიშზე 27 შეხვედრაში 5 გოლია

3 თვის წინ
835 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ