logo

იბრაჰიმოვიჩი "მონცას" ვარიანტს განიხილავს

იბრაჰიმოვიჩი "მონცას" ვარიანტს განიხილავს

როგორც მოგეხსენებათ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რამდენიმე დღის წინ, მილანური კლუბის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა და ეს იმით ახსნა, რომ იგი, პრაქტიკულად, უფასოდ ასპარეზობს კლუბში.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ზლატანი რაიმეს გამო უკმაყოფილოა. ალბათ, გეცოდინებათ, რომ ივან გაზიდისსა და მას შორის მწვავე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ახლახანს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვედი ფეხბურთელი სილვიო ბერლუსკონის კლუბის, "მონცას" ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.

როგორც "Tuttosport" იტყობინება, 38 წლის მოთამაშეს უკვე თითქმის გადაწყვეტილი აქვს ლომბარდიული გრანდის დატოვება და როგორც ჩანს, ვარიანტად ბერლუსკონის გუნდიცაა მიჩნეული.


3 თვის წინ
774 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ