"Acmilaninfo.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ "მილანმა" ზაფხულის მესამე ტრანსფერი შეათანხმა. ეს გახლავთ "მალმიოს" 16 წლის შემტევი, ლუკას ბიორკლუნდი. შვედი ტალანტი დღეს თავის აგენტთან ერთად ჩამოვიდა "მილანში", რათა სამედიცინო შემოწმება გაეარა ხელშეკრულების გაფორმებამდე.
16 წლის ლუკასი, იმ კლუბში ასპარეზობდა, საიდანაც იბრაჰიმოვიჩმა აიდგა ფესვები. სიმაღლეში შვედი თინეიჯერი 1.85 სანტიმეტრია. ასევე, თვალში მოგხვდებათ მისი ტექნიკური უნარ-ჩვევები და მოედნის ხედვა.
აღსანიშნავია, რომ "როსონერიმ" ტალანტის აღმოჩენა "მალმიოსთან" ამხანაგურ შეხვედრაში მოახერხა და მას შემდეგ დარწმუნდა, რომ იგი დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშე იყო. მის ანგარიშზე შვედეთის 17-წლამდელთა ნაკრების მაისურით 7 შეხვედრაა.