დომინიკ შობოშლაის გადაბირებით ბევრი ევროპული კლუბი ინტერესდება და მათ შორის "მილანიც". როგორც ჩანს, "როსონერი" ტრანსფერთან ყველაზე ახლოსაა, რაც უნგრელი ტალანტის სოციალურ ქსელში აქტიურობიდან ჩანს.
ცნობილ ვებ გვერდზე "ტრანსფერმარკტზე" მისი "მილანში" შესაძლო ტრანსფერი იყო ფოტოზე გამოსახული, რომელიც თავადვე მოიწონა. ასევე "433"-ის პოსტიც მოიწონა, სადაც "მილანის" მხრიდან" "იუვენტუსის" დამარცხება იყო ფოტოზე აღბეჭდილი.