ესპანური "სევილიას" საკუთრებაში მყოფმა "მილანის" მცველმა, სიმონ კიაერმა "როსონერისთან" შესაძლოა სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმოს და გუნდის წევრი გახდეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, "მილანი" 31 წლის სკანდინავიელ ცენტრალურ მცველს 3,5 მილიონ ევროდ შეისყიდის.
წლევანდელი სეზონი კიაერმა "ატალანტაში" დაიწყო, იანვარში კი "მილანს" შეუერთდა.