logo

პიოლი: "ხელმძღვანელობამ იბრაჰიმოვიჩის სახით დიდებული საჩუქარი გამიკეთა"

პიოლი: "ხელმძღვანელობამ იბრაჰიმოვიჩის სახით დიდებული საჩუქარი გამიკეთა"

"სამდორიასთან" დაპირისპირებამდე სტეფანო პიოლიმ "Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"იბრაჰიმოვიჩს აქვს ქარიზმა, ენთუზიაზმი და დიდი გამოცდილება. მისი სახით ხელმძღვანელობამ დიდებული საჩუქარი გამიკეთა."

"როგორც ბობანმა თქვა ზლატანის ფარქვეშ არ უნდა დავიმალოთ, რადგან მხოლოდ ერთი ადამიანი თამაშებს ვერ იგებს. "ატალანტასთან" განადგურების შემდეგ ვიფიქრე, რომ ჩემი ფეხბურთელები განადგურებულები იქნებოდნენ, მაგრამ საბედნიეროდ ისინი ძალიან მოტივირებულები არიან."

"ჩემი მიზანია ამ ახალგაზრდულ გუნდს იდენტობა შევძინო. დავამტკიცებთ, რომ გაცილებით ძლიერები ვართ, ვიდრე ეს ბერგამოში გამოჩნდა."

"გოლის გატანა გვიჭირს, მაგრამ ეს მხოლოდ თავდამსხმელების ბრალი არაა. საშინელებაა, როცა ათ საგოლე მომენტს ქმნი და თამაშს ვერ იგებ." - განაცხადა პიოლიმ.

2 თვის წინ
908 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 285
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ