logo

სკარონი: "მილანს" მსოფლიოში საუკეთესო სტადიონი ექნება"

სკარონი: "მილანს" მსოფლიოში საუკეთესო სტადიონი ექნება"

"მილანის" პრეზიდენტი პაოლო სკარონი დაგეგმილი ახალი სტადიონის აშენებაზე ალაპარაკდა:

"ჩვენ მილანის მერიის მითითებებს ვითვალისწინებთ და მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მილანს მსოფლიოში საუკეთესო სტადიონი და კომერციული ტერიტორიები ექნება. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვიპოვოთ აშენების უფლება, რათა ეს ყველაფერი რეალობად ვაქციოთ. მილანის ევროპული ოცნებები ახალი სტადიონით იწყება".

როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის მერიამ დაადასტურა, რომ "სან სიროს" კულტურული ძეგლის სტატუსი არ გააჩნია და დანგრევის უფლებას კლუბები მალე მიიღებენ. როგორც სხვადასხვა გამოცემა იტყობინება, ორივე მილანური კლუბი ახალი სტადიონის აშენებისთვის 3.3 მილიარდ ევროს გაიღებს.

3 თვის წინ
948 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 51
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ