logo

ბლოგი: კავანი და ტიაგო სილვა ახალი, დიდებული "მილანისთვის"

ბლოგი: კავანი და ტიაგო სილვა ახალი, დიდებული "მილანისთვის"

ედინსონ კავანის შეუძლია იბრაჰიმოვიჩის მემკვიდრე გახდეს. რატომ კავანი? რადგან მას სეზონში საშუალოდ 25 გოლის გატანა შეუძლია.

მთავარი დაბრკოლება მისი ხელფასია - 10 მილიონი ევრო, მაგრამ სამ წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში მისი ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაჯდება, რაც დამეთანხმებით სულაც არაა ასტრონომიული თანხა.

ურუგვაელი თავდამსხმელის ალტერნატივა კიდევ უფრო ძვირია: ლუკა იოვიჩის ყიდვა მინიმუმ 40 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც შემდეგ მისი დიდი ანაზღაურებაც დაემატება.

ახალგაზრდული პროექტი კარგია, მაგრამ ასევე კარგი იქნება მათთან ტიაგო სილვასა და კავანის შერწყმა. ბრაზილიელი მცველი 5 მილიონიან კონტრაქტსაც დათანხმდება და შესაძლებელია 1 წლიანი ან 2 წლიანი ხელშეკრულების შეთავაზებაც.

ვინ ჰყავს ალტერნატივებად? კუმბულა - 35 მილიონი ევრო, უპამეკანო 40 მილიონი ევრო, რუგანი 25 მილიონი ევრო. სილვა ყველაზე იაფი ვარიანტია და ალბათ ყველაზე ძლიერიც მათ შორის.

ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, შემდეგ ტრანსფერებს განვახორციელებდი: კავანი უფასოდ, ტიაგო სილვა უფასოდ, ბაკაიოკო არენდით - გამოსყიდვის ვალდებულებით და ასევე ორ ახალგაზრდა ნახევარმცველს.

ტაქტიკა 4-3-3: დონარუმა; კონტი, ტიაგო სილვა, რომანიოლი, ტეო; კესიე, ბენასერი, ბაკაიოკო; ჩალჰანოღლუ, კავანი, რებიჩი.

4 თვის წინ
1824 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 137
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ