logo

ლორენცო კოლომბოს დებიუტი "იუვენტუსის" წინააღმდეგ

ლორენცო კოლომბოს დებიუტი "იუვენტუსის" წინააღმდეგ

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ იტალიის თასზე "იუვენტუსმა" საკუთარ კედლებში "მილანი" მიიღო, სადაც შეხვედრა 0-0 დასრულდა. ტურინელები ფინალში "სან სიროზე" გატანილი გოლის წყალობით გავიდნენ.

გუშინდელ შეხვედრაში, "როსონერის" მაისურით დებიუტი ჰქონდა ლორენცო კოლომბოს. 18 წლის ფეხბურთელი მოედანზე 82-ე წუთზე პაკეტას ნაცვლად შემოვიდა. ნამდვილად უნიკალური შედეგია იტალიელისთვის. სტეფანო პიოლიმ, იგი თამაშის გასამწვავებლად შემოუშვა, თუმცა რიცხობრივი უპირატესობიდან გამომდინარე, ეს რთული გასაკეთებელი იყო. 

საბრძოლო სულისკვეთება და გოლის გრძნობა - ეს ის თვისებებია, რომლითაც ოქროს ბიჭუნა ხასიათდება. ნამდვილად, არაა გასაკვირი, რომ პიოლიმ მას ასეთ საპასუხისმგებლო შეხვედრაში შანსი მისცა. შეგახსენებთ, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი ლომბარდიული გრანდის პირველ გუნდს ამ სეზონში შეუერთდა.

4 თვის წინ
909 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ