logo

პიოლი: "ყოველთვის იმას ვერ ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ"

პიოლი: "ყოველთვის იმას ვერ ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ"

"იუვენტუსთან" უგოლო ფრედ დასრულებული თამაშის შემდეგ, სტეფანო პიოლიმ "Rai"-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც განვლილი შეხვედრა მიმოიხილა.

"ძალიან ვწუხვარ დღევანდელი თამაშის გამო. ტექნიკური შეცდომის გამო პენალტი დაგვინიშნეს, რასაც შემდგომ რებიჩის დაუფიქრებელი მოქმედება მოჰყვა. 2-3 სახიფათო მომენტი შევქმენით, თუმცა ეს არაფერია. ახლა ევროტურნირებზე დასაბრუნებლად ჩემპიონატის ვარიანტიღა დაგვრჩა."

"სახეზე ორი ფრედ დასრულებული შეხვედრა გვაქვს. არ ვთვლი, რომ მეტოქემ ჩვენზე უკეთესად ითამაშა. მინდა გამოვყო ცენტრალური მცველების თამაში, რომლებმაც დიდი პროფესიონალიზმი დაგვანახეს."

"ჩემპიონატში სტაბილურად უნდა ვიასპარეზოთ. კარგი თამაში საკმარისი არაა, რადგან ყოველთვის იმას ვერ ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ. უფრო ფრთხილები, კომპაქტურები და კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ." - განაცხადა პიოლიმ.

4 თვის წინ
936 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ