logo

"პსჟ-მ" ტეო ერნანდესს თვალი დაადგა

"პსჟ-მ" ტეო ერნანდესს თვალი დაადგა

ესპანური გამოცემის, "Ondacero"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" განაპირა მცველით ტეო ერნანდესით ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" დაინტერესდა. 

როგორც წყარო იუწყება, პარიზელებს ფრანგი ფეხბურთელი ლაივინ კურზავას შემცვლელად სურთ. ასევე იგივე წყარო გვამცნობს, რომ ტეოს დაინტერესების თაობაზე კონტაქტი უკვე შედგა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლომბარდიული გრანდი მის იაფად გაყიდვას არ აპირებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 22 წლის ფეხბურთელი ძალიან დაეხმარა მილანურ კლუბს რთულ პერიოდში და 6 გოლით კლუბის მეორე ბომბარდირია ამ სეზონში. ცნობისათვის, იგი "როსონერის" 2019 წელს მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა.


4 თვის წინ
723 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ