ბოლო კვირებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დრის მერტენსი კარიერას "მილანში" გააგრძელებდა და სოციალურ ქსელებში ბევრმა შავ-წითელი მაისურიც მოარგო.
როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია სიცრუეს შეესაბამებოდა, რადგან ბელგიელი თავდამსხმელი კარიერას კვლავ "ნაპოლიში" გააგრძელებს. მერტენსმა "მილანისა" და "ინტერის" შეთავაზებები უარყო.
"Goal.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები მალე ყველაფერს ოფიციალურად დაადასტურებენ და არსებული კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივდება.