logo

"მილანი" ლინგარდისთვის ბრძოლაში ჩაერთო

"მილანი" ლინგარდისთვის ბრძოლაში ჩაერთო

"Daily Mirror"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" მანჩესტერელთა შემტევისთვის, ჯესი ლინგარდისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

როგორც წყარო იუწყება, 27 წლის ფეხბურთელისთვის გუნდში ადგილი აღარაა. "წითელი ეშმაკების" სატრანსფერო პოლიტიკა მას წასვლისკენ უბიძგებს. 

ასევე, იმავე ბრიტანული გამოცემიდან ვიგებთ, რომ ლინგარდს კონტაქტი მის ამჟამინდელ თანაგუნდელებთან, ეშლი იანგთან და კრის სმოლინგთან ჰქონდა, რომლებმაც მას სერია ა-სკენ გეზის აღება ურჩიეს.

ასე რომ, ლომბარდიულ გრანდს ახალი ალტერნატივა გამოუჩნდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ინგლისელი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2015 წელს "დერბიდან" შეუერთდა.


4 თვის წინ
940 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 133
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ