logo

"Tuttosport": "მილანი" "რეალის" 4 ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

"Tuttosport": "მილანი" "რეალის" 4 ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

აპენინური "Tuttosport"-ის მტკიცებით, "მილანი" "რეალის" 4 ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. პირველი ლუკა იოვიჩია, რომელთანაც კონტაქტი დიდი ხნის დაწყებულია და მხარეები საბოლოო შეთანხმების მოლოდინში არიან.

მეორე სამიზნე მარტინ ოდეგორია, 21 წლის ნორვეგიელი ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად "სოსიედადშია" განათხოვრებული და ლა ლიგის 28 შეხვედრაში 7 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეძლო.

"როსონერი" "ბლანკოსს" ერთ წლიან არენდას სთავაზობს, შემდგომ 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით. მესამე სამიზნე ლუკას ვასკესია, რომელიც მარჯვენა ფლანგზე სუსტი ადგილების გასაძლიერებლად სურთ.

ბოლო სამიზნე კი ედერ მილიტაოა, რომელიც ძირითადი შემადგენლობისათვის ბრძოლაში რაფაელ ვარანსა და სერხიო რამოსს კონკურენციას ვერ უწევს და მეტი სათამაშო დროის მიღება უნდა.

6 თვის წინ
1266 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 204
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ