logo

"მილანს" ტოდიბოს გადაბირებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

"მილანს" ტოდიბოს გადაბირებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ "მილანის" მორიგი შენაძენი ჟან-კლერ ტოდიბო იქნება.

შეთანხმება კი შემდეგია: ახალგაზრდა ფრანგი, რომელიც გუშინ 20 წლის გახდა "როსონერის" არენდის წესით შეუერთდება და სეზონის დასრულების შემდეგ ლომბარდიელებს მისი გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

"ბარსელონას" კონტრაქტში უკან გამოსყიდვის უფლების ჩამატება სურდა, თუმცა საბოლოოდ მალდინიმ და ბობანმა კატალონიელები დაარწმუნეს, ამჟამად კი მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ახლა კი მხოლოდ ფეხბურთელის თანხმობაღაა დარჩენილი.

ტოდიბო ჯერჯერობით ყოყმანობს, რადგან "მილანი" მას სეზონში ნახევარ მილიონ ევროს სთავაზობს, გერმანული "ბაიერი" და "ლაიპციგი" კი გაცილებით მეტს სთავაზობს, თუმცა ალემანებს "როსონერისგან" განსხვავებით "ბარსელონასთან" შეთანხმება არ აქვთ მიღწეული. საბოლოო პასუხს დღეს ღამით ან ხვალ შევიტყობთ.

9 თვის წინ
1667 / 2
rossoneri-best
user
rossoneri-best ისე ლაუტარო კარგად გააჩერა ამან, თუ გადმოვიდა ბევრჯერ მოუწვეს მაგასთან დაპირისპირება
user
rijkaard kargi bichia es 
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 122
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ