დღეს "ლეგამ" სერია ა-სა და იტალიის თასის განახლების თარიღი ოფიციალურად დაადასტურა. ქვეყნის პირველობა 20 ივნისს განახლდება, თუმცა კალენდარი ჯერ დადგენილი არაა.
რაც შეეხება იტალიის თასის განმეორებით შეხვედრებს: "იუვენტუსისა" და "მილანის" დაპირისპირება "ალიანს სტედიუმზე" 13 ივნისს შედგება, ხოლო "ნაპოლი"-"ინტერი" 14 ივნისს.
ფინალი კი "სტადიო ოლიმპიკოზე" 17 ივნისს შედგება. შეგახსენებთ, რომ "მილანისა" და "იუვენტუსის" პირველი დაპირისპირება 1-1 დასრულდა და დისკვალიფიკაციის გამო "როსონერის" მომავალ შეხვედრაში ერნანდესი, იბრაჰიმოვიჩი და კასტილეხო ვერ დაემარებიან.